კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა სომხეთში

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 2066-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის 929 გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1103 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი 32-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 21125 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 2066 დადასტურებულია.