კიურეღიანის ოჯახის სამი შვილი დაკავებულია, მამა კი ეჭვმიტანილი

„სასნა წრერ“ ჯგუფის წევრები არეგ და სერგეი კიურეღიანები საჰაერო პნევმატიური იარაღით გასროლის გამო 9 წლით დაპატიმრებული ჰაიკ კიურეღიანის ძმები არიან. შესაბამისად კიურეღიანის ოჯახის სამივე შვილი დაკავებულია. ხოლო მამა არმენაკ კიურეღიანი ეჭვმიტანილია.

ამ მდგომარეობაშიც კი არმენაკი თავის თავში ძალას პოულობს, სახუმაროდ – „ახლა ვფიქრობ  ერთი ოთახი მაინც მოგვცენ, ყველანი ერთად ვიყოთ“.

ჰაიკ, არეგ და სერგეი კიურეღიანების მამა ჯერ საქმის კურსში არ არის თუ სად იმყოფება მისი 2 ვაჟი. „ვფიქრობ, რომ  ეროვნული უშიშროების სამსახურის  იზოლატორში იმყოფებიან“.
Արմենակ-Կյուրեղյանარმენაკ კიურეღიანი ამჟამად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს სამართლებრივ საკითხებს. „სამართლებრივი ტერმინებით საუბარი, სამართლიანი  სასამართლოს მოლოდინი, უაზრობაა. სხვა რამ მომხდრა, ცვლილებები ხალხის გულებსა და გონებაში მომხდარა, რომელიც შეუქცევადია. შეიცვლოილა სომხეთი, დამდგარა სწორ გზაზე. ეს თავის შედეგს გამოიღებს. მანამდე კი რთული იქნება, ეკლიანი გზა უნდა გავიაროთ“, – hetq.am“-თან საუბარში განაცხადა არმენაკმა.

ოჯახის  ოთხი  მამაკაცი,  მამა  და სამი ვაჟი, სწავლობდნენ  სომხეთის სახელმწიფო საინჟინრო უნივერსიტეტში. მთიანი ყარაბაღის ომის წლებში არმენაკ კიურეღიანი მეგობრებთან ერთად ირიცხებოდა „მერგელიან“ რაზმში და მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. ბიჭები გაზარდეს როგორც სამშობლოს მომავალი დამცველები, როგორც იდეოლოგიის მოქალაქეები. სამივე მათგანს უმსახურია ჯარში.

არეგ კიურეღიანი 2016 წლის აპრილის ომის პირველივე დღეებში ნებაყოფლობით მიემგზავრა ფრონტის ხაზზე.  „შემდეგ როდესაც დაბრუნდა, სხვადასხვა ოფიციალური პირებისგან გაიგო, რომ მიწები უნდა ჩაბარდეს. ეს მოთმინების ბოლო წვეთი იყო“ , – ყვება ბიჭების მამა.
კიურეღიანმა მოყვა, თუ როგორ გახდა ეჭვმიტანილი, მაგრამ არც კი ახსოვდა, თუ რაში იყო ეჭვმიტანილი და სისხლის სამართლის რომელი მუხლით. 29 ივლისს ალბერტ ბაღდასარიანთან ერთად სასეირნოდ ყოფილან, როდესაც მიუახლოვდათ მანქანა, რომლიდანაც გადმსულმა  პირებმასამოქალაქო ტანსაცმლით, თავიანთი თავი წარუდგინეს როგორც პოლიციის არაბკირ განყოფილებიდან და წაიყვანეს ბაღდასარიანი. არმენაკ კიურეღიანმა იფიქრა, რომ შესაძლოა ისნი პლიციელიბი სულაც არ იყვნენ, ის წასულა პოლიციის არაბკირ განყოფილებაში სადაც ისიც შიგნით შემოიპატიჟეს , და დააკავეს როგორც ეჭვმიტანილი.

ფოტო: 168.am

Leave a Reply