სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

დღეიდან სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

გაიხსნა მაღაზიები, რესტორნები, ღია კაფე-ბარები, აღდგა წარმოება და მოიხსნა შეზღუდვა გადაადგილებაზე. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის ძლიერი ზარალის თავიდან ასარიდებლად მიიღეს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-მდე გაიზარდა.

ამასთან, დახურული დარჩება სავაჭრო ცენტრები, ბაზრები და სასწავლო დაწესებულებები. არ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 2507 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.