კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა სომხეთში

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 2782-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის 1135 გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1600 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი 40-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 26928 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 2782 დადასტურებულია.