2884 დაინფიცირებული და 42 გარდაცვლილი – სომხეთის ბოლო მონაცემები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2884 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის სომხეთში  სულ 1185 გამოჯანმრთელებულია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1648 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი კი 42-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 28017 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 2884 დადასტურებულია.