სიარული სირთულეებზე: ქალი და სამსახური

თქვენი უფლებების დაცვა სიმამაცის ნიშანია, ამიტომ რა მიზანზეა საუბარი, თუ გამბედაობა არ გაქვთ…

მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოს პატარა სოფელში, პატარა ოჯახში.

ჩემი ოჯახი უბრალო და სუფთა იყო. მამაჩემი და დედაჩემი გულღია ადამიანები არიან. როგორც სომხურ ოჯახებში ხდება ხოლმე, ჩვენს ოჯახშიპატრიარქატიიყო. ეს ფაქტი ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, სანამ ჩემი ოჯახი არ მეყოლა და მივხვდი, რომ ქალს თანაბარი უფლებები აქვს, ქალს აქვს ხმის და სიტყვის უფლება, ქალის როლი მხოლოდ მორჩილება არ არის. მივხვდი, რომ ბევრი რამ თავად ქალისგან მოდის. ტრადიციაა, რომმორჩილი ქალიიყო და ეს ტრადიციულად დედისგან შვილზე გადმოდის. მე არ ვადანაშაულებ, მესმის, რომ ყველაფერს საზოგადოება კარნახობს.

როდესაც მამაკაცს აძლევ შენი მართვის უფლებას, ისინი ითვისებენ ამ უფლებას, ხოლო სომეხი ქალი ყოველთვისგადასცემდათავის მართვის უფლებას მამაკაცს, მიაჩნდა რომ დიახ, ქალი მორჩილი უნდა იყოს.

ცხოვრებისეული გამოცდილება ცვლის ადამიანს, მან მე შეცვალა. მივხვდი, რომ ყველას არ უნდა ვგავდე, რადგან ოცნებები, მიზნები მქონდა დასტანდარტებითვერაფერს მივაღწევდი.

ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, როდესაც სკოლა დავამთავრე. განათლების გაგრძელება მინდოდა, ხოლო ჩემი მშობლები არასდროს მარტოს არ მიშვებდნენ. სკოლაშიც დამატებით ვერც კი გავჩერდებოდი. სახლში ცოტა თუ მაგვიანებოდა, მამაჩემი გაბრაზდებოდა. ვერც ექსკურსიებზე დავდიოდი ჩემს კლასთან და ვერც მეგობრებთან შეკრებებზე. აკრძალვის მიზეზი იყო, თუ ხალხი რას იტყოდა. „აი შენი გოგო გვიან მიდის სახლშიანაი შენი გოგო სადღაც წავიდადა ეს ხშირად ოჯახში კონფლიქტის თემა იყო. და აგერ, უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ და უნდა გავაგრძელო ცხოვრება. როგორ?

და მე გავთხოვდი (გამათხოვეს) … ახალი გარემო, ახალი ხალხი, ახალი ცხოვრება. და მე გადავწყვიტე, რომ უნდა ვიყო ძლიერი, ჩემი მიზნის მისაღწევად. უნდა გამეგრძელებინა სწავლა. დაქორწინება არ ნიშნავს სახლში ჯდომას და დიასახლისობას.

ჩემი თვითგანათლება ძალიან მეხმარებოდაწიგნები, ფილმები. ყოველთვის მომწონდა პერსონაჟები, რომლებიც წიგნის ან ფილმის მთავარი პერსონაჟები არ იყვნენ, მაგრამ ისინი ძლიერები იყვნენ, ყველაფერს თავისით მიაღწიეს.

დაქორწინების შემდეგ, გაკვეთილებზე სიარული დავიწყე. მე ვსწავლობდი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. ოჯახი, ქმარი, სწავლა და მალევე აღმოჩნდა, რომ ბავშვს ველოდი. ახალი ამბები ნამდვილად კარგი იყო, თუმცა მეორე მხვრივ ეს ჩემთვის ახალი გართულება იყო.

ბავშვის გაჩენის შემდეგ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი, მინდოდა უნივერსიტეტის დატოვება ან ფაკულტეტის შეცვლა, მაგრამ ჩემს თანაკურსელებს ესმოდათ ჩემი მდგომარეობა, ჩემს გვერდში დადგნენ და ყველანაირად დამეხმარნენ, გადავლახე ეს ეტაპიც.

სწავლისთვის დიდი ფასი გადავიხადე: ჩემი პატარა შვილისგან შორს ყოფნა და მძიმე გრძნობები. რამდენიმე თვის იყო, როდესაც უნივერსიტეტში სიარული დავიწყე, შვილს დედასთან ვტოვებდი. ერთი კვირით ან ერთი თვით ვერ ვნახულობდი ჩემს შვილს. ძალიან ძნელი იყო. ტირილით, თუმცა მაინც  გავაგრძელე წინსვლა.

ამ ყველაფერთან ერთად ვითარებას უფრო ამწვავებდა ჭორები. ადამიანები, რომლებიც ხშირად ამბობდნენ, რომ სწავლა არ მჭირდებოდა, რომ შემეძლო სახლში ჯდომა და შვილზე ზრუნვა, ტყუილად ვსწავლობდი. მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვქონდა კონფლიქტი  გვერდითი საუბრების გამო.

მთავარი ჩემი სიძლიერე იყო. ისიც ვიცოდი, რომ ბავშვის აღზრდაც კი მოითხოვს განათლებას. ადამიანი განათლებული მაინც  უნდა იყოს, რომ შემდეგში შვილის აღზრდა შეძლოს და საზოგადოებისთვის კარგი ადამიანი გაზარდოს.

იმ პერიოდში მუშაობაც დავიწყე, ავირჩიე შედარებით მსუბუქი სამუშაოკოსმეტიკის გაყიდვა, მაგრამ მე შემეძლო მუშაობა და სწავლის საფასურის გადახდაც კი. ახლა სულ ვეკითხები ჩემს თავს, თუ როგორ შევძელი მე ეს ყველაფერი.

უნივერსიტეტიც დავასრულედა სამსახური უნდა მეპოვნა. სწავლის პერიოდშიც, თუმცა ახლაც მრავალ სტერეოტიპს შევეტაკე: „ქალი არ უნდა მუშაობდესანქალი უნდა მუშაობდეს მხოლოდ სკოლაში“, „ქალი თავად არ უნდა ეძებდეს სამსახურს“ – კიდევ ერთი განსაცდელი წინ. ჩემს მეუღლეს ყოველთვის ესმოდა ჩემი, მაგრამ ზოგჯერ ის საზოგადოებრივი აზრისმსხვერპლიხდებოდა.

დასაქმების მიზნით რამდენიმე სკოლას მივმართე. მითხრეს, რომ ახალი ცვლილებების თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მომიწევს. მაგრამ იმედი არ გამიცრუვდა.

ცოტა ხნის შემდეგ ერთმა ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა დამირეკა, მან იცოდა, რომ სამსახურს ვეძებდი, მითხრა რომ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო, რომ არ დავაგვიანო.

ბევრი ვიფიქრე, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო. ისევ საზოგადოებრივი აზრი და ჭორებიიმის შიში, რომ ნაკლებ ქულას ავიღებდი. თუმცა ჩემთვის მონაწილეობაც მნიშვნელოვანი იყო.

მონაწილეობა მივიღე მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში. ჩემმა მეგობარმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, გამოთქვა მზადყოფნა დამეხმაროს. მართლაც ძალიან დამეხმარა. უკეთ იცოდა სიტუაცა, მეუბნებოდა, არ ინერვიულოო, გამბედავი იყავიო და აუცილებლად ამასაც შეძლებო.

ჩემი პირველი საგამოცდო ქულები არ იყო საკმარისი უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაციის მისაღებად და ჩემმა მონაწილეობამ მომცა ის შესაძლებლობა, რომ მივმართო რამდენიმე სკოლას და საბოლოოდ მიმიღეს სამსახურში. გარკვეული სირთულეებით მივაღწიე ჩემს მიზანს და მალევე ჩავაბარე გამოცდა და მივიღე უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაციაც. მე აქ არ ვჩერდები, კარიერა უნდა გავაგრძელო, ამასთან ჩემთვის უპირველესია ოჯახი.

თქვენი უფლებების დაცვა სიმამაცის ნიშანია, ამიტომ რა მიზანზეა საუბარი, თუ გამბედაობა არ გაქვთ მიგაჩნია…“

————————————————————————————————————————

სტატია მომზადდა პროექტისგენდერული თანასწორობის მხარდაჭერა სამუშაო ადგილებზე ქვემო ქართლის რეგიონშიფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. პროექტის მიზანია ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის პრევენცია ქალებისთვის შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების გზით ქვემო ქართლის რეგიონში