საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა

Winter session the Parliamentary Assembly, January 2018

“ტრადიციულად აქტიური კულტურული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, შესანიშნავ ფონს ქმნის ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. მივესალმებით პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში. გასულ წელს, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, 33%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან, რაც ძალიან გვახარებს,”- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით გამართული გაფართოებული შეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს.

„ისტორიულ-ტრადიციული და ამჟამინდელი ურთიერთობები მყარი საფუძველია ახალი და კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის. მოხარული ვარ, როგორც მაღალი დონის შეხვედრებით, ისე ჩვენი კოლეგების უწყებათაშორისი კავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი,”- აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა, კარენ კარაპეტიანმა.

პრემიერ-მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მზაობა გამოთქვეს ხელი შეუწყონ არსებული, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

Leave a Reply