ნიკოლ ფაშინიანი: ვაპირებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან

“სომხეთი რუსეთის ახლო მოკავშირედ რჩება და მომავალში დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებასაც გეგმავს”, – ამის შესახებ Euronews-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ჩვენ ვრჩებით რუსეთის ახლო მოკავშირედ და ვაპირებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, ნატო-სთან, დასავლეთის ქვეყნებთან, ევროკავშირთან და აშშ-თან. ჩვენ საგარეო პოლიტიკის მკვეთრად შეცვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა.

„ჩვენ ნატო-ს ორ მისიაში ვმონაწილეობთ – კოსოვოში და ავღანეთში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. თუმცა, ჩვენ ასევე კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრები ვართ და სომხეთს უსაფრთხოების ამ სისტემაში მოვიაზრებთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

Leave a Reply