თურქეთი ნახიჩევანის მიმართულებით რკინიგზის აშენებას აპირებს

თურქეთის ტრანსპორტის, ნავიგაციასა და კომუნიკაციის მინისტრის განცხადებით, თურქეთი-ყარსი-იგდირ-არალიკ-დილუჯუს რკინიგზის აშენების სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყება და 2019 წლის დასაწყისში დასრულდება.

ტრასპორტის ახალი პროექტის ფარგლებში 224 კილომეტრის სიგრძის რკინიგზის აშენება იგეგმება. მინისტრის აზრით, ახალი რკინიგზის ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზს, მომავალში კაპიკულე-ყარსის ხაზთან დააკავშირებს, რომელიც თურქეთის მთლიან ტერიტორიას კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთით.

მინისტის განცხადებით, ახალი ხაზი ნახიჩევანისა და ირანის მიმართულებით, რეგიონისთვის სატვირთო გადაზიდვების ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება.

ნახიჩევანი ადრე ისტორიული სომხეთის შემადგენლობაში შედიოდა, ამჟამად კი აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკას წაროადგენს.

Leave a Reply