ფაშინიანი: მოწინააღმდეგის თითოეულ თავგადასავალს სომხეთის შეიარაღებული ძალები და სომეხი ხალხი გამანადგურებელი დარტყმით შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მიდგომას, რომ მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ  არ იქნება ეფექტური, სანამ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე არცახი, ამ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.

ქვეყნის პარლამენტში, სომხეთის მთავრობის პროგრამის განხილვისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია ბევრმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სიახლედ განიხილა.

“ეს მიდგომა არ შეიცავს არაფერ ახალს, და არც სიახლედ ითვლება, ეს უბრალოდ კარგად დავიწყებული ძველია. ის ფაქტი, რომ არცახი კონფლიქტის სრულუფლებიანი წევრია 1994 წელს ეუთო-ს ბუდაპეშტის სამიტის ფარგლებში დადასტურდა და 1998 წლამდე, მოლაპარაკებები ამ ფორმატში გრძელდებოდა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ 1998 წლის შემდეგ სომხეთის წარმომადგენლებმა ყარაბაღის სახელითაც  გამართეს მოლაპარაკებები.”ნებისმიერ დროს, როდესაც ყარაბაღის ჩართვის საკითხი მოლაპარაკებების პროცესშია განიხილება, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღის ე.წ. “აზერბაიჯანული საზოგადოების” წარმომადგენლებიც ასევე უნდა მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, როგორც დამოუკიდებელი მხარე”, – აღნიშნა პრემიერმა.

Leave a Reply