კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა სომხეთში

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 1039 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის 211 გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 814 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი 14-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 7631 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 1039 დადასტურებულია.