ჯონ მალკოვიჩის და სერგეი სმბატიანი ერევანში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ჯონ მალკოვიჩი პირველად ერევანში სომხეთის სახელმწიფო ახალგაზრდული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ დირიჟორთან, სერგეი სმბატიათან ერთობლივ კონცერტს გამართავს.

11 ოქტომბერს, ისინი ერთად გაიხსნიან ხაჩატრიანის მე-5 საერთაშორისო ფესტივალს. ეს იქნება მათი მერვე თანამშრომლობა. 9 ოქტომბერს, მალკოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა და სმბატიანთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

“პირველად ერთობლივი პროექტი, 3 წლის წინ სამხრეთ კორეაში ჩავატარეთ. სერგეი იყო კორეის კამერული ორკესტრი დირიჟორი. ბოლო დროს, ევროპაშიც გვქონდა რამდენიმე გამოსვლა, მათ შორის, ორი დღის წინ ზაგრებში. ოქტომბერში, ჩვენ ასევე გვქონდა გასტროლები არგენტინაში”, – აღნიშნა მალკოვიჩმა.

მალკოვიჩი კლასიკურ მუსიკოსებთან არც ისე ხშირად თანამშრომლობს, მაგრამ მისთვის დიდი სიამოვნებაა კლასიკურ ნაწარმოებზე მუშაობა. კონცერტი არამ ხაჩატრიანის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

Leave a Reply