სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ირანში

9 ოქტომბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ირანის დედაქალაქ თეჰრანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

კარაპეტიანმა თეჰრანში ვიზიტის ფარგლებში ირანთან ინტერნეტ ტექნოლოგიების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის სამ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანს, პირველ ვიცე-პრეზიდენტ ესჰახ ჯაჰანგირს და მეჯლისის სპიკერს ალი ლარიჯანს შეხვდება.

კარენ კარაპეტიანი ასევე ეწვევა სპორტულ კლუბ “არარატს”, სადაც ის შეხვდება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.

Leave a Reply