ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილმა თანათავმჯდომარემ ალიევ-ფაშინიანის შეხვედრაზე ისაუბრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანის ბოლოდროინდელ საუბარს ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების მოგვარების პროცესის გააქტიურებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ, ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილმა თანათავმჯდომარემ, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

მისი თქმით, მათი ნაბიჯები, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებასა და საზღვრებზე ინციდენტების თავიდან აცილებას, პრობლემის გადაწყვეტის ჯანსაღ მიდგომას წარმოადგენს, რისკენაც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლები დიდი ხანია რაც მხარეებს მოუწოდებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. შეხვედრა ტაჯიკეთის დედაქალაქში, დუშანბეში CIS (Commonwealth of Independent States) -ის სამიტის ფარგლებში შედგა.