ყარაბაღის პრეზიდენტი მედიატორობის ინიციატივით გამოდის

“მზად ვარ მოვირგო მედიატორის როლი, სომხეთში პოლიტიკური კრიზისის წარმატებით დასაძლევად”, – აცხადებს ყარაბაღის პრეზიდენტი, არაიკ არუთუნიანი.

“უკვე საკმარისია ის, თუ რამდენი სისხლი დაიღვარა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თორემ სხვა შემთხვევაში ჩვენი საერთო მარცხი უფრო ღრმა და მტკივნეული იქნება”, — წერს არუთუნიანი ფეისბუქის თავის გვერდზე.

არუთუნიანის თქმით, ამჟამად იგი ერევანში იმყოფება და მზად არის იკისროს მედიატორის როლი მხარეთა შორის.

შეგახსენებთ, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.