ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყარაბაღის 4 დღიან ომთან დაკავშირებით 23 საქმე აღძრა

Architect : Richard Rogers Partnership

როგორც სააგენტო artsakhpress.am იუწყება, არცახის (მთიანი ყარაბაღი) რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო პირთა უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, მთელი რიგი საჩივრებიდან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 23 საჩივარზე საქმე აღძრა.

იურისტთა და ადამიანის უფლებათა დამცველთა ჯგუფმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2016 წლის 2-5 აპრილს ყარაბაღისა და აზერბაიჯანის საზღვარზე,  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან არცახის რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო პირთა უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით მიმართა. მთელი რიგი საჩივრებიდან, სასამართლომ 23 საჩივარზე საქმე აღძრა.

მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის თქმით: “ ეს არის როგორც არცახის, ასევე სომხეთის იურიდიული ჯგუფის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგი“.

Leave a Reply