პარიზში ათასობით ქურთს აქციაზე სომხური სათვისტომო შეუერთდა

პარიზში, საფრანგეთის მთავრობის არაეფექტურობის გასაპროტესტებლად, ათასობით ქურთი ქუჩაში გამოვიდა. მათი თქმით, საფრანგეთის მთავრობას დღემდე არავინ დაუსჯია ჯერ კიდევ 2013 წელს 3 ქურთი მეამბოხე ქალის მკვლელობისთვის, წერს სააგენტო AFP.

აქცია მაშინ გაიმართა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. აქციის მონაწილეები ერდოღნს მკვლელს უწოდებდნენ.

2013 წელს პარიზის ცენტრში 3 ქურთი აქტივისტის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებსაც თავის არეში ძალადობის ნიშნები ჰქონდათ.

თურქული დაზვერვა ოფიციალურად უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნულთან, თუმცა ფრანგი გამომძიებლების  დასკვნით, თურქული დაზვერვა ჩართული იყო მათი მკვლელობის საქმეში. ერთადერთი ეჭვმიტანილი, ომერ გიუნელი სასამართლო პროცესამდე, ციხეში გარდაიცვვალა.

საფრანგეთის სომხური სათვისტომო ასევე შეუერთდა აქციას და თავისი პროტესტი გამოხატა თუქრეთის პრეზიდენტის ვიზიტზე და მას “დიქტატორი” უწოდა.

Leave a Reply