გენერალური შტაბის არაკონსტიტუციური განცხადება

ის, რაც სომხეთში ხდება ნამდვილად არის გადატრიალების მცდელობა. ასე აფასებენ ექსპერტები სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. მათი უმეტესობა კი ამას არაკონსტიტუციურს უწოდებს, რადგან:

სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ საკითხებში და იმყოფებიან სამოქალაქო კონტროლის ქვეშ

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა: ”ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმის მიზეზებზე საუბარი და მე ამაზე რესპუბლიკის მოედანზე ვილაპარაკებ”.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენ-შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგმას ითხოვს