საშიკ სარგსიანი და მისი შვილი დააკავეს

სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ივლისს, ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმა საშიკ (ალექსადრ) სარგსიანი და მისი შვილი ჰაიკ სარგსიანი დააკავეს.

სუს-მა საშიკ სარგსიანის სახლში ოპერატიული მოქმედებების შედეგად მისი კუთვნილ ავტოფარეხში იპოვა მანქანები სახელმწიფო ნომრით 70PP007, სარდაფში კი ჩანთით დიდი რაოდენობის ფული აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს ალექსანდრე სარგისიანი დააკავეს სასტუმრო ანის გარეთ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის ფაქტზე, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს, რადგან იარაღი კანონიერი აღმოჩნდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ოპერატიული ქმედებების მიზანი საშიკ სარგსიანის შვილთან ნარეკ სარგსიანთან იყო დაკავშირებული, რომელიც არ იმყოფება ქვეყანაში, საქმე ეხება დიდი რაოდენოფით ფულის შენახვას.

Leave a Reply