ქართველი რეჟისორების წარმატება “ოქროს გარგარის” კინოფესტივალზე

ერევანში, 15 ივლისს, წარმოშობით ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედე”-მ  საერთაშორისო კინოფესტივალზე “ოქროს გარგარი” კინოკრიტიკოსთა და ჟურნალისტების ასოციაციის  FIPRESCI-ის ჯილდო მოიპოვა. ამასთან, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმს “გამჭვირვალე სამყარო” დოკუმენტური ფილმების ნაწილში ჟიურის განსაკუთრებული ხსენება ხვდა წილად.

კინოფესტივალის “ოქროს გარგარის” პრიზებით დაჯილდოვდნენ ცნობილი რეჟისორები ჯანფრანკო როზი და ასღარ ფარჰადი მსოფლიო კინოში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

საუკეთესო დებიუტისთვის ართურ საჰაკიანის ფილმი “ქართან ერთად” დაჯილდოვდა. “ოქროს გარგარი” ჯილდო რომან ბონდარჩუკის “ვულკანმა” მიიღო.

ერევანში მე-15 “ოქროს გარგარის” საერთაშორისო კინოფესტივალი 8 -15 ივლისს მიმდინარეობდა. ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებებთან ერთად გაიმართა შეხვედრები, დისკუსიები, მასტერკლასები მსოფლიოს ცნობილ კინორეჟისორებთან.

წელს ფესტივალის მთავარი სტუმრები იყვნენ ოსკაროსანი დარენ არანოვსკი და “ოქროს ლომის” პრემიის ლაურეატი ჯანფრანკო როზიმი, რომლის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.

კინოფესტივალი გაიხსნა რობერ კეტიკიას  ფილმის “კერძო სახლის” ჩვენებით და დასრულდება ტერი გილიამის “დონ კიხოტის მკვლელი”-ით.

კინოფესტივალი 2004 წელს, სომხეთის ასოციაციის კინოკრიტიკოსთა და კინემატოგრაფთა, “ოქროს გარგარის” კინო განვითარების ფონდის მიერ დაარსდა და ერევანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა.

Leave a Reply