რა ვუყოთ წინაპრების ძვლებს?

კუმურდოს X საუკუნის ეკლესიის რესტავრაციისას ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. სოფლელებს ძვლების დამარხვა და ხაჩქარის დადგმა სურთ. ამ საკითხის მართებულად გადაწყეტის მიზნით სოფლელები სომეხ და ქართველ სასულიერო პირებს შეხვდნენ.

კუმურდოს მე -10-ე საუკუნის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. ეკლესიის  რესტავრაციისას ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს. თავდაპირველად  მოსახლეობა ძვლებს ასაფლავებდა, მაგრამ ამით პრობლემა არ დასრულდა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღესაც ძვლებს წააწყდებით. სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ 43 პარკი ძვალი შეაგროვეს და გადაასვენეს.

პრობლემის გადაჭრის მიზნით, 10 მაისს ,კუმურდოს მოსახლეობას სასულიერო პირები ,ბაბგენ სალიბიანი და ნიკოლოზ ფაჭუაშვილი შეხვდნენ. შეხვედრა კუმურდოს სათემო ცენტრში გაიმართა.

მოსახლეობამ , სასულიერო პირებს თავისი აღშფოთების მიზეზი  გაუზიარა. კუმურდოელებმა აღნიშნეს, რომ მსგავს სადისტობას თურქებიც კი არ ჩადიოდნენ. მშენებლები თავიანთ საქმეს აკეთებენ და მოსახლეობას , რომელიც ძვლების დამარხვასა და წინაპრების საფლავზე ხაჩქარის დადმგას ითხოვს, ყურადღებას არც კი აქცევენ.

„ეს არა მარტო არაქრისტიანული, არამედ არაადამიანური ქცევაა“,- განაცხადა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის რაიონის საეპარქიოს ლიდერმა ბაბგენ სალიბიანმა.

კუმურდოს შემთხვევის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II- ს შეატყობინეს. მან ახალქალაქისა და ნინოწმინდის ეპარქიის ლიდერს,  ნიკოლოზს დაავალა, თვალი ადევნოს მშენებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები.

ორსაათიანი დისკუსიის შედეგად, გადაწყვიტეს, დროებითი ნაგებობის აშენება  სადაც ძვლებს მზისგან და წვიმისგან დაიცავენ. ასევე, უნდა გაიგზავნოს წერილი  მშენებლობაზე პასუხისმგებელ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ  ეკლესიის რეკონსტრუქცია 2016 წელს დიწყო. მას   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

Leave a Reply