ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა საპარლამენტო არჩევნები 70.43%-ით მოიგო

ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ სომხეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 70.43%-ით მოიგო. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

არჩევნებში მეორე ადგილი, 8.27 პროცენტით, პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი პარტია „ნათელი სომხეთი“ გავიდა 6.37 პროცენტით.

არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. პარტიებისათვის გამსვლელი ბარიერი შეადგენს 5%-ს, ბლოკებისთვის კი 7%-ს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი ბლოკი პარლამენტში შევა, დაწყებულ რეფორმებს განაგრძობს.

„ჩემი პარტია ლიდერობს არჩევნებში. ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. ძალიან გახარებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ დავინახე ხალხის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა მთელ ქვეყანაში მშვიდად ჩაიარა და მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზებს თუ ჰქონდა ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია დიდი უპირატესობით მოიგებს, მაგრამ ჩვენ ველოდებით საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს. ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეკონომიკური რევოლუციის გაგრძელება სომხეთში, რათა მოსახლეობამ წინსვლა დაინახოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.