დაიწყო გამოცდების ექსტერნად ჩაბარება

როგორც jnews.ge იუწყება, 15-25 მაისს საქართველოს სკოლებში ექსტერნატის  გამოცდები ჩატარდება. გამოცდების ჩასაბარებლად დაახლოებით  50 ახალქალაქელი მოსწავლე დარეგისტრირდა.

ექსტერნატის გამოცდებს ძირითადად ის მოსწავლეები აბარებენ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო სკოლა ვერ დაამთავრეს. აგრეთვე  ისინი, ვინც დარწმუნებულნი არინ თავიანთ ძალებში და მაღალ კლასებში გადასვლა ან სკოლის ექსტერნად დამთავრება სურს. ახალქალაქის რესურსცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსტერნატს აბარებენ მოსწავლეები, რომლებმაც განსხვავებული მიზეზების გამო შეწყვიტეს სკოლაში სიარული. მაგალითად: ადრე დაქორწინებულები ან ისინი, ვინც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად  ასეთი მოსწავლეები გამოცდებს ექსტერნად აბარებენ.

ახალქალაქში ექსტერნატის გამოცდების ჩასატარებლად საკმაოდ მოქნილი სისტემა არსებობს. ქართული სკოლების მოსწავლეები გამოცდებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით აბარებენ, ხოლო სომხური სკოლების მოსწავლეები  – ტესტირებას გადიან. ექსტერნატის ჩასაბარებლად მოსწავლე სკოლას თავისი შეხედულებისამებრ ირჩევს.

10 დღის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა საგნებში ექსტერნატის გამოცდებს ჩააბარებენ, რომელთა პასუხებიც გამოცდების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოსაშვები გამოცდების ექსტერნად ჩაბარების დადებითი შედეგები ძალაში ერთი წლის განმავლობაში რჩება. ერთი წლის შემდეგ, მოსწავლე გამოცდას იმ საგანში აბარებს, რომელიც არ ჩაუბარებია ან რომელშიც არადამაკმაყოფილებელი ნიშანი მიიღო. დადებითი შედეგის მქონე ყველა მოქალაქე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ზოგადი განათლების მოწმობას ან ატესტატს მიიღებს, სადაც  ექსტერნად ჩაბარების ფაქტი იქნება მითითებული.

Leave a Reply