კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა სომხეთში

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 1473-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის 633 გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 816 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი 24-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 14966 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 1473 დადასტურებულია.