სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი განათდა

სომეხთა გენოციდის 105-ე  წლისთავი 23 აპრილს  საეკლესიო ზარების რეკვით აღნიშნეს. 21.00 საათზე გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი – წიწერნაკაბერდი განათდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით ერევანში და რეგიონებში, ცენტრალური ქუჩები 3 წუთით  ჩააბნელეს.  მწუხარების გამოსახატავად მოქალაქეებმა შუქი საკუთარ საცხოვრებელ ბინებსა და სახლებშიც გამორთეს და ფანჯრებთან ანთებული სანთლები მიიტანეს.

სომხეთში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადაადგილების შეზღუდვის გამო წიწერნაკაბერდის მემორიალზე  24 აპრილს მოქალაქეებს შესვლა აეკრძალათ.