ირანის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის პრევენციის დროს სამი მესაზღვრე დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ ირანში სროლების შედეგად ირანის სამი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ირანის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნულია, რომ მათ ტერორისტებს ირანის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს.

აზერბაიჯანმა 27 სექტემბერს არცახის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად სირიიდან ჩამოყვანილი ათასობით დაქირავებული ტერორისტი გამოიყენა. ეს ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, არამედ რუსეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების ხელისუფლების, აგრეთვე ავტორიტეტული საერთაშორისო მედიის მიერ.