“მშვიდობის ხიდი” – საქართველოს ხედვა და მიზანი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციებს ეხმაურება.
“სოციალურ ქსელში, დეზინფორმაციის გავრცელების სიმარტივიდან გამომდინარე, კონკრეტული ძალების მცდელობა – დამახინჯდეს რეალობა – უშედეგოა, რადგან სომხეთ – აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ წლებია გრძელდება, საქართველო აფიქსირებდა და დღესაც აფიქსირებს პოზიციას, რომ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს.
შესაბამისად, საქართველოს გარე თუ შიდა მტრების არაერთი მცდელობა, კონფლიქტმა მიიღოს რეგიონალური ხასიათი, უშედეგოა.
საქართველო არ არის და არ შეიძლება იყოს კონფლიქტში მონაწილე დაპირისპირებული მხარე!
ამის პირდაპირი აღიარება და დადასტურება საქართველოში სომხეთის ელჩის რუბენ სადოიანის მიერ გაკეთებული მკაფიო გზავნილია: “საქართველოდან არ ხდება აზერბაიჯანისადმი იარაღის ტრანზიტული მიწოდება!”
საქართველოს გარე თუ შიდა მტრების უშედეგო მცდელობა, დამახინჯდეს ან გადაიფაროს საქართველოს მშვიდობიანი პოზიცია, დეზინფორმაციად რჩება და მხოლოდ დეზინფორმაციის მთავარ შემოქმედთ წარმოაჩენს!
მიმდინარე კონფლიქტში ჩვენი ქვეყნის ხედვა და მიზანი მხოლოდ “მშვიდობის ხიდია!”
მშვიდობა და ჯანმრთელობა ჩვენს ქვეყანასა და სამეზობლოს