ყარაბაღის აპრილის ომთან დაკავშირებით ეუთოს მომქედი თავმჯდომარის განცხადება

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი, უერთდება მთიანი ყარაბარის კოფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისკენ დაბრუნების მოწოდებას. ამ მოწოდებით მხარეებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა  29 მარტს მიმართეს.

მისი თქმით, ბრძოლებმა და ძალადობამ, რისი მომსწრენიც ერთი წლის წინ გავხდით, ნგრევა და ადამიანთა დაღუპვა გამოიწვია. „ამ მიზეზით ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფრთხეში ჩამგდების რაიმე მცდელობისგან. ყველა მხარე მკაცრად უნდა ემორჩილებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ვალდებულებებს . ომის დანაშაული, ვერასდროს იქნება გამართლებული“– აღნიშნა კურცმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა,  რომ აპრილის მოვლენების შემდეგ „სომხებს და აზერბაიჯანელებს კიდევ უფრო ნაკლებად სჯერათ მშვიდობის“. კურცის თქმით, მას მრავალჯერ განუცხადებია, რომ: „მთიანი ყარაბარის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა, ვერ მოხერხდება“.

„ჩვენ ახლა მშვიდობისთვის უნდა მოვემზადოთ და არ დავუშვათ ომის და მისი საზარელი შედეგების დაბრუნება“-აღნიშნავს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე.

Leave a Reply