„ევროპული საქართველო” ახალციხესა და ადიღენში

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ლიდერები რეგიონალური შეხვედრების ფარგლებში 4 თებერვალს ახალციხეში რაიონული ორგანიზაციებისა და პარტიის აქტივს შეხვდნენ, სადაც დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, აკაკი ბობოხიძემ წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულ საქართველოს” ადიგენში და ახალციხის ქალაქის და რაიონულ საკრებულოში წარმომადგენლობა ეყოლება.

„ სამცხე ჯავახეთში ბევრი მომხრე გვყავს. დღეს ორ ჯგუფს შევქმნით, ერთი ახალციხეში, მეორე – ადიღენში. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შევიტყობთ თუ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვაჟა ჩიტაშვილის თქმით „მუშაობის პერიოდში ყველაფერი ცნობილი გახდება. ჩვენ წარვადგენთ ჩვენ გეგმებს და იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა ჩვენ აგვირჩევს“.

Leave a Reply