სომხეთში Covid19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 1000-ს გასცდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 1013 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის 197 გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 803 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი 13-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 7164 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 1013 დადასტურებულია.