სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე გაიზარდა

11 აპრილის, 12:00-ის მდგომარეობით სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 966-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 29 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

966 დაინფიცირებულთაგან 173 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა. სტაცინარული მეთვალყურეობის ქვეშ 780 ადამიანი იმყოფება.