ახალქალაქში ფალსიფიცირებული ნიუსის ამოცნობას სწავლობენ

დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრ PITA – ში მედიის განვითარების ფონდი ახალგაზრდებს ცრუ ინფორმაციის, ფოტოსა და ვიდეო მასალის იდენტიფიცირებას ასწავლიდა.

ტრენინგი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა, რომლის დროსაც ისაუბრეს სოციალურ მედიაზე, იმის შესახებ თუ როგორ ვრცელდება ინფორმაცია, ფოტომანიპულაციაზე, ვიდეომანიპულაციაზე. ისაუბრეს აგრეთვე, თუ როგორ შეიძლება ცრუ ინფრომაციისა და პროვოკაციის იდენტიფიცირება.

„ჩვენი მიზანია ვასწავლოთ ქართულ მედიაში გავრცელებული ფალსიფიცირებული ინფორმაციის ამოცნობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ნიუსი, ასევე ფოტო ან ვიდეო მასალა. ეს რა თქმა უნდა რუსული პროპოგანდის ტექნიკაა. ჩვენ გვინდა, რომ მკითხველმა ფალსიფიცირებული ნიუსის რეალურსგან განსხვავება შეძლოს“ – ამბობს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა.

პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგი – „მედია მიფების ლაბორატორია“ ეწოდება. ამ პროექტის ფარგლებში ტრეგინგები უკვე ჩატარდა ახალციხეში, ბათუმში და ქუთაისში. ახალქალაქის შემდეგ კი კახეთში გადაინაცვლებს.

Leave a Reply