ოქსანა ავეტიანმა 3 მედალი მოიპოვა

27-28 მაისს თბილისში, სპორტკომპლექს “არენა 1-ში” კარატე დო-ს საერთაშორისო ტურნირში WKF Open Georgia, ახალქალაქელმა ოქსანა ავეტიანმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის დაწყებამდე, 21-26 მაისს მსაჯებისა და ინსტრუქტორების სემინარები გაიმართა, რომლებსაც საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელი WKF ანტონიო ოლივა სება(ესპანეთი) დაესწრო, წერს სააგენტო Jnews-ი.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 12 ქვეყნის დაახლოებით 850 სპორტსმენი. შეჯიბრს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სპორტსმენები.

შეჯიბრებები კატასა და კუმიტეს ასაკისა და წონის კატეგორიაში გაიმართა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ტურნირში მონაწილეობდა ოქსანა ავეტიანი, რომელსაც ახალქალაქის სპორტული სკოლის მწვრთნელი, რაფაელ დარბინიანი ამზადებს.

ოქსანა ავეტიანმა, სამ კატეგორიაში მონაწილეობით, 3 მედალი მოიპოვა, ორი ბრინჯაოს (12-13 წლიანებში კატა და 12-13 წლიანებში, 50კგ, კუმიტე) და ერთი ვერცხლის (12-13 წლიანებში, -50კგ, კუმიტე).

28 მაისს შეჯიბრების ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საცეკვაო ანსამბლები, სპორტსმენები და მსაჯები. საბრძოლო ხელოვნების კონფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ საპატიო სტუმრებს და გუნდების წარმომადგენლებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ფინალურ ბრძოლაში ირანისა და საქართველოს გუნდებს შორის, საქართველოს გუნდმა იმარჯვა.

Leave a Reply