სოჭიდან ერევნის მიმართულებით ახალი ავიაკომპანია ოპერირებას იწყებს

26 დეკემბრიდან რიგით მესამე ავიაგადამზიდველი ერევანი-სოჭი-ერევანი მიმართულებით ფრენების შესრულებას იწყებს.

ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

ახალი მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით Azimut Airlines-მა, რომელიც ფრენებს შეასრულებს, ავიაკომპანიების ბილეთების სპეციალური ფასები დააწესა: 18 ევროდან ერთი მიმართულებით, რომელშიც აეროპორტის მოსაკრებლები და სახელმწიფო გადასახადები არ შედის.