სომხეთის პოლიციაში საკადრო ცვლილებები გრძელდება

სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის უფროსის ვალერი ოსიპიანის ბრძანებით პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად პოლკოვნიკი რობერტ სმბატიანი დაინიშნა, რომელიც აქამდე ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროში მუშაობდა.

ამ თანამდებობას დიდი ხანნის განმავლობაში პოლიციის პოლკოვნიკი არმენ ჰაკობიანი იკავებდა, რომელიც ვალერი ოსიპიანის უფროსად დანიშვნის შემდეგ გადადგა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 მაისის განკარგულებით, ერევნის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი სომხეთის პოლიციის უფროსად დანიშნა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი მოაწერა.

Leave a Reply