სომხეთის განათლების მინისტრი საფრანგეთში გაემგზავრა

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია საფრანგეთში იმყოფება. სომხური დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 2018 წლის 23-25 მაისს პარიზში მიმდინარე მე-10 უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მინისტრთა სამიტზე და ბოლონიის პროცესის სამოქალაქო კონფერენციაზე.

მინისტრთა სამიტზე ბოლონიის პროცესის მონაწილე 48 ქვეყნის 100-მდე დელეგაცია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტის განმავლობაში განიხილავენ ბოლონიის პროცესის კონტექსტში უმაღლესი განათლების განვითარების ახალი მიდგომებს, კერძოდ, სტუდენტების ჩართულობის, გაცვლითი პროგრამების, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე განვითარების ტენდენციებს.

 შეხვედრის დროს ასევე იგეგმება პარიზის კომუნიკესა და ბოლონიის სამოქალაქო მე-5 ფორუმის დეკლარაციის მიღება.

Leave a Reply