კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა სომხეთში

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 1867-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის 866 გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 917 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი 30-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 19296 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 1867 დადასტურებულია.