გარდაცვლილი გოგონას დედამ თავი მოიკლა

9 დეკემბერს, ახალქალაქში შუახნის ქალმა თვაი მოიკლა, შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ქალმა თავი ჩამოიხრჩო საკუთარი სახლის ეზოში. ოჯახის წევრებმა სასწრაფი დახმარება გამოიძახეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც “თვითმკვლელობამდე მიყვანას” გულისხმობს.

გარდაცვლილი არის 2017 წლის 29 მაისს “თუმას” ხიდის ქვეშ ნაპოვნი ახალგაზრდა გოგოს, უზუნიან ა-ს დედა. გოგნა, რომელსაც ოჯახი ერთ დღეს ეძებდა, პოლიციამ მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას “თვითმკვლელობამდე მიყვანის” მუხლით ახორციელებდა, თუმცა გოგონას ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის მოკლეს.  რამდენიმე თვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამონისტრომ დაადასტურა, რომ გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

უზუნიან ა.-ს ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათი შვილი მოკლეს.

jnews.ge

Leave a Reply