მარტში სომხეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 25-28 გრადუსს მაღწევს

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მომავალი მარტის თვის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გაზაფხულის პირველ დღეებში შესაძლებელია ტემპერტურის ვარდნა, ზოგიერთ რეგიონში -10, – 15 გრადუსამდე, ხოლო მარტის თვის მეორე ნახევარში რეგიონებსა და ერევანში ჰაერი 25-28 გრადსამდე დათბება.

ჰაერის საშუალო ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, რაც 1-2 გრადუსით მეტია იმავე პერიოდის მრავალწლიან საშუალო მონაცემებთან. ამასთან, ნავარაუდებია საშუალოზე მაღალი ნალექის რაოდენობა, ხოლო ნორმა 25-35 მმ-ს წარმოადგნეს.

Leave a Reply