სომხეთის ქალაქ მეწამორში სანაგვეზე ჩვილის ცხედარი იპოვეს

სომხეთის არმავირის რეგიონის ქალაქ მეწამორში სანაგვე ურნაში ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩიანეს.

ამის შესახებ Tert.am-თან საუბარში სომხთის პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა არევიკ ხაჩატრიანმა განაცხადა.

“დიახ, აღნიშნულ ადგილას ვიპოვეთ ახალშობილი ბავშვის ცხედარი”,- აღნიშნა მან.

ხაჩატრიანის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები.

Leave a Reply