არცახის თავდაცვის არმიის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

არცახის თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის ჯალალ ჰარუთუნიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

”ჩემ მიერ პირადად გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ჯალალ ჰარუთუნიანმა ბუნებრივი სუნთქვა გუშინ დაიწყო ანუ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და ფეხზე დადგება”, – წერს არწრუნ ჰოვანისიანი.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, დილით, არცახის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯალალ ჰარუთუნიანის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ის თანამდებობიდან მოიხსნა და მის ადგილზე არცახის არმიის მინისტრად მიქაელ არზუმანიანი დაინიშნა.