სტეფანაკერტში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილის ცხედარი ამოიტანეს

ქალაქ სტეფანაკერტში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილის ცხედარი ამოიტანეს.

არცახის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური კადრებს ავრცელებს, სადაც ასახულია დედაქალაქი სტეფანაკერტი ღამით განხორციელებული დაბომბვების შემდეგ. ქალაქი ღამით და გამთენიისას რეგულარულად იბომბებოდა. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ნაწილობრივ დაზიანდა მიმდებარე შენობებიც. სამძებრო-სამაშველო ძალებმა გარდაცვლილთა ცხედრები ნანგრევებიდან ამოიტანეს.