სომხეთის სავიზო ან ბინადრობის ვადების დარღვევისთვის უცხოელებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ

სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 201-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ქვეყანაში სავიზო პირობების და ბინადრობის ნებართვის ვადების დარღვევის შემთხვევაში. სომხეთში მცხოვრებ უცხოელებს აღნიშნული პირობების დარღვევისთვის 50,000-დან 100,000-მდე დრამის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.

იმის გათვალისწინებით, რომ სანქცია შედარებითია, ანუ მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი არის მითითებული და სხვა კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული, სანქციის ფარგლებში კონკრეტულ საქმეში ჯარიმის ოდენობას PTA განსაზღვრავს.

  1. ზემოთ აღნიშნული კანონის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ ჯერზე დარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 50,000 სომხური დრამის ოდენობით (დაახლოებით 250 ლარი)
  2. 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში, თუ  უცხოელი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა მისი სამართლებრივი ვადის გასვლის შემდეგ: 30-მდე დღე – 60,000 AMD (300 ლარი)
    31 დღიდან 60 დღემდე – 70,000 AMD(350 ლარი)
    61 დღიდან 90 დღემდე –  80,000 AMD(400 ლარი)
    91 დღიან 120 დღემდე – 90,000 AMD(450 ლარი)
    121 დღეზე მეტი –  100,000 AMD(500 ლარი)
  3. 201-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მესამე ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჯარიმდება 100,000 AMD (500 ლარი).

Leave a Reply