ევროკავშირის დელეგაცია – „ჩვენ გვაღელვებს ამომრჩევეთა ტერორი და ხმების მოპოვების მცდელობების შესახებ განცხადებები“

სომხეთში ევროკავშირის დელეგაცია , 2 აპრილის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა, აშშ-მ, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით სომხეთს მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიეს. კერძოდ განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არჩევნების დღეს გაყალბების ალბათობას შეამცირებს. გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ხმის მიცემის პროცესი იქნება ფარული. საარჩევნო უბნებზე დაყენებული პირადობის მოწმობის საიდენტიფიკაციო მოწყობილობები და კამერები,  არ აფიქსირებენ, ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ჩვენ მივესალმებით და  საიმედოდ დავიცავთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფებს. მათი დამსახურებით, სომხეთის თითქმის ყველა, 2009 საარჩევნო უბანზე, სადამკვირვებლო  მისია უზრუნველყოფილი იქნება.“

ჩვენ ასევე ვიცით და შეშფოთებულები ვართ ამამორჩეველთა ტერორით, ხმების შეძენის მცდელობებით და ზოგი პოლიტიკური ძალის დასახმარებლად ადმინისტრაციული რესურსების სისტემური გამოყენების შესახებ განცხადებებით. ჩვენ მოვუწოდებთ  შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს, დამოუკიდებელად იმოქმედონ და  აღასრულონ მოქმედი კანონები“- ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply