თბილისში კემეროვოს ხანძრის მსხვერპლებს პატივი მიაგეს

თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის საკონსულოს შენობის წინ, დილიდან მოქალაქეები იკრიბებიან და ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიაქვთ. საქართველოში თანადგომას გამოხატავენ კემეროვოში, ხანძრის შედეგად ათობით მსხვერპლისა და დაზარელებულების მიმართ. ამ გზით პატივს მიაგებენ ქალაქ კემეროვოში “ზიმნაია ვიშნიას” სავაჭრო ცენტრში 25 მარტის საშინელი ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნას.

თბილისში, ჭავჭავაძის 53 ნომერში მდებარე რუსეთის საკონსულოში, სამძიმრის წიგნი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს ჩანაწერების გაკეთება 28 და 29 მარტს, 11:00-14:00 და 15:00-18:00 საათებში, ხოლო 30 მარტს 11:00-14:00 საათებში შეეძლებათ.

დაზარალებულების ოჯახებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრიმიერ-მინისტრის მოადგილემ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში მინისტრმა ზურაბ აბაშიძემ და სხვებმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს კრიმინალური გულგრილობა უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 4 პირი, მათ შორის, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელიც. რუსულ მხარეს მიუსამძიმრეს გერმანიის და ავსტრიის კანცლერებმა, ასევე აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა.

საერთო ჯამში ხანძრის მობილიზებაში მონაწილეობა მიიღო 660 ადამიანმა. ოფიციალური ინფორმაციით გარდაცვლილია 64 ადამიანი, ხოლო არაოფიციალური ინფორმაციით ეს რიცხვი რამდენჯერმე მეტია.

Leave a Reply