გარდაიცვალა ცნობილი სიმღრის Strangers in the Night მუსიკის ავტორი

გარდაიცვალა ფრენკ სინატრას ცნობილი სიმღრის Strangers in the Night  მუსიკის ავტორი ავო უვეზიანი.

ავო უვეზიანი 1926 წლის 22 მარტს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, სომეხი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. შაჰი რეზა ფეჰლევის დახმარებით ახალგაზრდა  მუსიკოსი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და განათლება ნიუ-იორკის სახელგანთქმულ  ჯულიარდის სამუსიკო სკოლაში მიიღო.

1958 წელს, ლას ვეგასში უვეზიანის სიმამრმა მას ფრენკ სინატრა გააცნო. სიმღერას თვდაპირველად Broken guitar ეწოდებოდა, თუმცა სინატრამ  ტექსტი შცვალა და ასე დაიბადა მსოფლიო ჰიტი Strangers in the Night.

ავო უვეზიანი სცენაზე ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან ერთად იდგა, როგორებიც არიან: რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი და სხვები.

ავო უვეზიანი  მთელი ცხოვრება მუსიკასთან იყო დაკავშირებული. პუერტო რიკოში ცხოვრების პერიოდში ის, თავის ჯგუფთან ერთად,  საკურორტო რესტორნებშიც კი უკრავდა.

ავო უვეზიანი ასევე ცნობილია თავისი სიგარებით. თავდაპირველად ის თანამშრომლობდა ცნობილ კომპანიასთან Davidoff , რომელმაც 10 მილიონ დოლარად შეიძინა სიგარების ბრენდ AVO-ს წარმოების უფლება. 2000 წელს უვეზიანმა შექმნა სიგარა Avo Maduro , რომელიც თავისი ტკბილი გემოთი გამოირჩვა.

ავო უვეზიანი 2017 წლის 24 მარტს გარდაიცვალა, თავისი 91-ე დაბადების დღიდან რამოდენიმე დღეში.

Leave a Reply