საქართველომ დახმარებისთვის სომხეთს მიმართა

საქართველომ, ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში დახმარება მეზობელ სომხეთს სთხოვა.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, საქართვოლოსთვის დახმარების გაწევის განსახილველად შეხვედრა გაიმართა. გადაწყვეტილება მიღებულია.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოს 8 სახანძრო მანქანა და 57 მაშველი გაუზავნა.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო სამსახურის უფროსი, მუშეღ ღაზარიანი სახანძრო მანქანების კოლონას პირადად უძღვება.

Leave a Reply