ჩვენმა თანამემამულეებმა არცახში უნდა იცხოვრონ თავისუფლად – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ჩვენთვის იყო და რჩება პირველად საკითხებად- უსაფრთხოებისა და არცახში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების თვითგამორკვევის უფლების აღიარების და განხორციელების საკითხები”, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა.
როგორ მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, “ჩვენმა თანამემამულეებმა არცახში უნდა იცხოვრონ თავისუფლად, მართონ საკუთარი ბედი, როგორც ერთმა ერთეულმა, რომელსაც ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს”.