მასწავლებელთა ხელფასები არ შემცირდება

ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ დანამატი, რომლის მიღებაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებმა გასული წლის სექტემბრიდან დაიწყეს, აღარ გაიცემა, მცდარია,  წერს სააგენტო jnews.ge.

ახალქალაქის მასწავლებლები მათთვის მნიშვნელოვან თემაზე, ხელფასის შემცირებაზე  მსჯელობენ. ისინი ყოველ თვე ელიან, რომ  ხელფასის დანამატი – 142 ლარი, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით (ლაპარაკია „მაღალმთიანი რეგიონიების განვითარების შესახებ“ კანონზე), გაუქმდება.

ამის მიზეზად შეგვიძლია შარშანდელი გაურკვევლობა დავასახელოთ.  გასული წლის სექტემბერში მასწავლებლებს უფრო მეტი თანხა ჩაერიცხათ, ვიდრე კანონით იყო გათვალისწინებული (142 ლარი).  2016 წლის ნოემბერში, პედაგოგებს შეცდომით გადარიცხული თანხა  ჩამოეჭრათ.

ამის გამო მასწავლებლებს ეგონათ, რომ ხელფასი შეუმცირდათ. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, ხელფასების შემცირების თაობაზე ინფორმაცია არ არსებობს.

“მსგავსი არაფერი გამიგია. ჩვენმა მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველა რესურსი მასწავლებელთა ხელფასების გაზრდაზე და არა შემცირებაზე იქნება მიმართული”- განმარტა ეროვნული უმცირესობების ენობრივი ჯგუფის კოორდინატორმა დესპინე ქოიავამ.

Leave a Reply