სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის დელეგაციას უმასპინძლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს, საფრანგრეთის ეროვნული კრების საფრანგეთი-სომხეთის დეპუტატების სამეგობრო დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა  ეკონომიკური, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში სომხურ-ფრანგული ურთიერთობების გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საფრანგეთის დელეგაციის წევრთა თხოვნით, პრემიერ-მინისტრმა მათ მთავრობის პრიორიტეტები, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო ადმინისტრირების, საბაჟო ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებს გააცნო.

დელეგაციის ხელმძღვანელის ჟაკ მარილოსიანის განცახდებით, ზოგიერთი ფრანგული კომპანია დაინტერესებულია სომხეთში საინვესტიციო პროგრამების განხორციელებით.

Leave a Reply